Sunday, November 1, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

ჩვენი ტრენინგი-ინტელის სასწავლო კურსი დასრულდა.დღეს ვისწავლეთ სიის და გამოკითხვის გაჯეტი.შემდეგ ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ drive-ში.
.შევაჯამეთ მთელი ტრენინგი.გავიმეორეთ მთელი მასალა და წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია,მოვისმინეთ ჯგუფის ყველა წევრის პროექტები,რომლებიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
ამ ტრენინგის საშუალებით ვისწავლე პროექტის შექმნა ტექნოლოგიების გამოყენებით.
შესწავლილ მასალას გამოვიყენებ პრაქტიკაში ,რათა მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ 21-ე საუკუნის უნარები
.მე ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის სასწავლო კურსის გავლით და აქ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის.

Saturday, October 31, 2015

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის სამუშაო დღე დავიწყეთ გამეორებით.განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუში.იგი დაგვეხმარება,რათა მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა.შევქმენით მოსწავლის ფასილიტაციის ნიმუში.დავალაგეთ ჩვენი საქაღალდე
ვისწავლეთ სურათის გაჯეტი და მის რედაქტირება.
დღე იყო ძალიან საინტერესო.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.

Wednesday, October 28, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე  დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ჩავრთოთ ყველა მოსწავლე პროექტის მსვლელობაში,რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და მის  განხორციელების პროცედურებზე
.

Sunday, October 25, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით.ვისწავლეთ,როგორ უნდა მოსწავლის პრეზენტაციის მომზადება,რომლის ცოდნაც საშუალებას მოგვცემს ,დავეხმაროთ ჩვენ მოსწავლეებს პრეზენტაციის მომზადებაში და მივცეთ მათ სწოორი მიმართულება
ვისწავლეთ power point-ში პრეზენტაციის გაკეთება
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.

Saturday, October 24, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა და შემდეგ ახალ საინტერესო თემაზე გადავედით:.ვისწავლეთ წყაროს ციტირება
ვიმუშავეთ ბლოგში,ჩავსვით სურათები,ჩავსვით ასევე ფონები.
ვისწავლეთ ბლოგის წაშლა და ბლოგზე დაბრუნება
ჩემი აზრით ყოველი ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესოა
.

Sunday, October 18, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.განვიხილეთ შეფასების მეთოდები.გავარჩიეთ და ვიმუშავეთ დროში გაწერილ შეფასების სქემაზე.ვიმუშავეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაციაზე.მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით მადლობთ.

Saturday, October 17, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის განმეორებით.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე .
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხდვით მოვძებნეთ სტანდარტები და განვსაზღვრეთ მიზანი,რაც ძალიან საინტერესო და ადვილად გასაგები იყო.
გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს , რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროექტის დაგეგმვაში.მეცადინეობის დასასრულს ვიმუშავეთ ბლოგზე